საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 22 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, 9 საჯარო სხდომა გამართა და 268 საკითხი განიხილა.
როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათი უმეტესობა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა.
"მომხმარებელთა საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს, კომპანიების დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.
კომისიამ სადავო საკითხების უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა და მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჩამოწერილი თანხების ჯამმა 177 452 ლარი შეადგინა", – ნათქვამია სემეკ–ის განცხადებაში.




























