საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თქმით, უწყება ნეტო აღრიცხვის სისტემიდან ნეტო ბოლინგის სისტემაზე გადასვლაზე მუშაობს.
ნარმანია ამბობს, რომ ამას რამდენიმეწლიანი პერიოდი დასჭირდება.
„ისევე როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც ნეტო-აღრიცხვის სისტემიდან უნდა გადავიდეთ ნეტო-ბილინგის სისტემაზე, კერძოდ, ქსელში მიწოდებული და ქსელიდან მოხმარებული კილოვატ საათების გაქვითვიდან ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურით მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვაზე. აღნიშნულ პროცესს სჭირდება რამდენიმე წლიანი გარდამავალი პერიოდი, რათა ნეტო-აღრიცხვის სისტემის არსებული მომხმარებლები არ დაზარალდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სისტემა მიმზიდველი იყოს მომხმარებლებისთვის. ნეტო-აღრიცხვის პოლიტიკის ტრანსფორმაციის შესახებ შესაბამისი რეკომენდაცია მივიღეთ ენერგეტიკული გაერთიანებიდან. უახლოეს ხანებში დაიწყება საჯარო განხილვები სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან ჩვენს მიერ მომზადებულ პროექტზე, რომლის შემდეგაც შემუშავდება შესაბამისი ნორმატიული აქტები“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
საქართველო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) წევრი სახელმწიფო, 2022 წლის ბოლოს შეუერთდა. მე-4 ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნების შესაბამისად, სხვადასხვა საკითხთან ერთად, ცვლილებები შეეხება განახლებადი ენერგიის ე.წ. „თვითმოხმარების“ (Self Consumption) პრაქტიკის დანერგვას.
გასული წლის ბოლოს მდგომარეობით სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია - 747 ელექტროსადგური, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 420; ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 327 სადგური.