საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი წყლის მარეგულირებელთა ევროპული ასოციაციის (WAREG) ასამბლეაზე სიტყვით წარდგა. მან შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს წყალმომარაგების სექტორის განვითარების პერსპექტივებისა და ამ კუთხით, სემეკის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
გიორგი ფანგანმა ისაუბრა სატარიფო მეთოდოლოგიის სამიზნე მაჩვენებლებზე, რომელიც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების სექტორის მოკლევადიან და ეფექტიან განვითარებას.
WAREG წარმოადგენს უმსხვილეს წყლის ასოციაციას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებსა და სამთავრობო უწყებებს. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას წევრ და დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის. სემეკი ასოციაციის წევრი და დამფუძნებელია. სემეკთან ერთად ასოციაციის წევრ-დამფუძნებლები არიან ბელგიის, ირლანდიის, უნგრეთის, ლიეტუვის, ლატვიის, რუმინეთის, პორტუგალიის, იტალიის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების მარეგულირებელი კომისიები.