მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკის წევრობის კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა

64247d912d895
BM.GE
29.03.23 22:09
713
სემეკის წევრობის კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა - ამის შესახებ ინფოტმაციას სემეკი ავრცელებს. 

მათი ცნობით,სემეკი-ის წევრს მაია მელიქიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება, ამიტომ კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა.

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში-სემეკი) წევრს, მაია მელიქიძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და სემეკის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სემეკის წევრობის კანდიდატის შესარჩევად 2023 წლის 29 მარტს გამოცხადდა ღია კონკურსი.

კონკურსის ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი შესარჩევი კომისია. შესარჩევი კომისია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან 3 წევრი არის დამოუკიდებელი.

გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სემეკის წევრისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება გააჩნია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება, რომელიც შეიცავს კომისიის წევრობის კანდიდატის Curriculum Vitae-ს (CV);

ბ) კომისიის წევრად არჩევის შესახებ თანხმობა;

გ) თანხმობა, შერჩევის პროცესში მონაწილე თანამდებობის პირების/ორგანოების მხრიდან მის შესახებ კომისიის წევრობის კანდიდატად შერჩევის მიზნებისათვის საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიების/გადამოწმების თაობაზე;

დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტის შემთხვევაში, ქართულ ენაზე ნათარგმნი და კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;

ვ) არანაკლებ 10 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ზ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო საქართველოს კანონმდებლობით კომისიის წევრის მიმართ დადგენილ ეთიკის, დამოუკიდებლობისა და ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;

თ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ი) მის მიერ წარდგენილი ან კომისიის წევრობის კანდიდატად შერჩევის მიზნისთვის მის შესახებ მოძიებული ინფორმაციის და დოკუმენტების გასაჯაროებაზე თანხმობა ან უარი;

კ) სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც ასახავს მის სამუშაო გამოცდილებას, პროფესიულ და მორალურ რეპუტაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

საბუთები მიიღება 2023 წლის 7 აპრილის ჩათვლით.

შესარჩევი კომისია უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევას და ადგენს, რამდენად სრულყოფილად არის ისინი წარმოდგენილი.

საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 20 დღის ვადაში შესარჩევი კომისია უზრუნველყოფს კომისიის წევრობის კანდიდატის გამოვლენას მისი კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილების, მოტივაციისა და რეპუტაციის შეფასების საფუძველზე. კანდიდატებთან გასაუბრების დანიშვნა ხდება შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით.

თუ გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ ერთი პირი მიიღებს მონაწილეობას, შესარჩევმა კომისიამ შესაძლოა, კონკურსის ვადა დამატებით 30 დღით გააგრძელოს.

შესარჩევი კომისია კონკურსის შედეგად გამოვლენილ კანდიდატს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად. საქართველოს მთავრობა ითანხმებს კანდიდატს და წარუდგენს მას საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, კანდიდატს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

თუ საქართველოს მთავრობამ არ შეითანხმა შესარჩევი კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატი ან საქართველოს პარლამენტმა არ აირჩია კომისიის წევრი, შესარჩევი კონკურსი ტარდება განმეორებით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გადადით შემდეგ ბმულზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/77978?active=1

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები