სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, ჯიმ რიში ეხმაურება საქართველოს მთავრობის ნაბიჯს უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე და ამბობს, რომ ეს კითხვებს აჩენს. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
„მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად“ - აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ სენატორი რიში.
"ამერიკის ხმასთან" კონგრესში ასევე საუბრობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერაზე და ამბობენ, რომ ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის განტვირთვას. ამის შესახებ, "ამერიკის ხმას" აშშ-ის კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა განუცხადეს.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი და დემოკრატი კონგრესმენი, ჯერი კონოლი ამბობენ, რომ შეთანხმება კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპრომისს წარმოაგენს.
„როგორც კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, მივესალმებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ხელი მოეწერა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას. შეთანხმება წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპრომისს და ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, მხარი დაუჭრონ წინსვლის საერთო გზას“ - აცხადებენ კონგრესმენები.