მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

ფულადი გზავნილები

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გზავნილების კლება ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების შემცირებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ მიგრაციული ეფექტების მილევასთან არის დაკავშირებული. რუსეთიდან საქართველოში მხოლოდ 36 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით ნაკლებია, რის შედეგადაც რუსეთმა გზავნილებში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა, პირველი ადგილი კი უკვე რამდენიმე თვეა იტალიას უჭირავს, საიდანაც სექტემბერში $50 მილიონი გამოიგზავნა, რაც წლიურად 13%-ით არის მომატებული. მეორე პოზიციას 49 მილიონი დოლარით აშშ იკავებს, საიდანაც გზავნილები სექტემბერში 18%-იანი ტემპით გაიზარდა.

ქვეყნები ფულადი გზავნილების მიხედვით 2023 წლის სექტემბერში:

# ქვეყანა ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი
1 იტალია $50 13%
2 აშშ $49 18%
3 რუსეთის ფედერაცია $36 -40%
4 გერმანია $26 18%
5 საბერძნეთი $25 19%
6 ისრაელი $21 20%
7 ყირგიზეთი $9.2 111%
8 თურქეთი $9.0 -3%
9 ყაზახეთი $8.1 -56%
10 ირლანდია $5.9 26%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები