2025 წლის სექტემბერში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა როგორც წინა თვესთან, ისე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფინანსები და სტატისტიკა, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება აღმოჩნდა.
2025 წლის სექტემბერში jobs.ge-ზე 8,737 ვაკანსია გამოქვეყნდა. ეს მაჩვენებელი:
- 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 20.0%-ით მეტია.
- 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 4.7%-ით მეტია.
თვიური დინამიკა (სექტემბერი vs აგვისტო):
თვიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა: ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში - (+29.4%).
ყველაზე მცირე ზრდა დაფიქსირდა: ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში - (+11.9%).
წლიური დინამიკა (სექტემბერი 2025 vs სექტემბერი 2024):
წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა: ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიამ - (+50%).
ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა: ლოგისტიკისა და დისტრიბუციის კატეგორიაში - (-3.9%).
რაც შეეხება კვარტალური მიმოხილვას (ივლისი-სექტემბერი):
2025 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, სულ 24,199 ვაკანსია გამოქვეყნდა. მიუხედავად სექტემბრის ზრდისა, ეს მაჩვენებელი 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7%-ით შემცირებულია.
აღნიშნულ პერიოდში (ივლისი-სექტემბერი) კლების ტენდენცია გამოიკვეთა:
- ლოგისტიკისა და დისტრიბუციის კატეგორიაში - (-4.5%).
- ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიებში - (-4.4%).
თუმცა, ზოგიერთ კატეგორიაში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა:
- ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში გამოქვეყნდა 973 ვაკანსია, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5%-ით მეტია.
- ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში გამოქვეყნდა 4,789 ვაკანსია, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.0%-ით მეტია.
- გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში გამოქვეყნდა 6,404 ვაკანსია, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.5%-ით მეტია.
Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა, კატეგორიების მიხედვით





























