შემოსავლების სამსახურის 28 ოქტომბრის მონაცემებით, სექტემბერში ხელფასი 988 852 პირს ჩაერიცხა, მათგან 286-მა 100 ათას ლარზე მეტი ხელფასი მიიღო. მათ ხელფასის სახით, გადასახადების ჩათვლით, 125.9 მლნ ლარზე მეტი ჩაერიცხათ.
პარალელურად კვლავ მაღალია იმ პირთა რაოდენობა ვისი თვიური ანაზღაურება 100 ლარს არ აღემატება. უწყების სტატისტიკით 100 ლარამდე ხელფასი 10 516 ადამიანმა მიიღო, მათ შორის ჯამში 565 ათას 554 ლარი განაწილდა.
სექტემბრის მდგომარეობით ყველაზე მეტი დასაქმებულის ხელფასი საქართველოში 1200-დან 2400 ლარამდე დიაპაზონშია. ასეთი 343 610 პირია. გადასახადების გადახდამდე მათი ჯამური ხელფასი 600 მლნ -ს აღემატებოდა. 2400-დან 3600 ლარამდე დარიცხული ხელფასი კი გასულ თვეში 165 651 დაქირავებულმა მიიღო, რაც ჯამში 478.3 მლნ ლარის ჯამურ ხელფასს ნიშნავს.




























