საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე $374 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით მეტია.
უფრო მეტად - 23.4%-ით გაიზარდა იმპორტი, რამაც სექტემბერში 926 მილიონი დოლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით იმპორტის მოცულობა 176 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
რაც შეეხება მთლიანად სამი კვარტლის შედეგებს, ამ პერიოდში საქართველოს ექსპორტი 2.98 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტია. იმპორტი კი 7.03 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 21.6%-ით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება და გავიგებთ, უშუალოდ რა დასახელების საქონლის იმპორტი და ექსპორტი არის გაზრდილი.