საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის თანახმად, საქართველომ სექტემბერში ლიბიიდან 144 მილიონი დოლარის ღირებულების 178.5 ათასი ტონა ნედლი ნავთობი შეიძინა - ნედლი ნავთობის ლიბიიდან იმპორტი საქართველოში პირველად აღირიცხა. აღნიშნული ნავთობის ფასი ტონაზე 807 დოლარს, ანუ ბარელზე 110 დოლარს შეადგენდა.
ლიბიიდან ნედლი ნავთობის შემოსვლა დაკავშირებულია კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ოპერირებასთან, კომპანიამ ჯერ კიდევ 28 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია ლიბიიდან 90 ათას ტონამდე ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერის Kriti Legend-ის მიღების შესახებ, 25 სექტემბერს კი კომპანიამ ლიბიური ნავთობით დატვირთული მეორე ტანკერი FRANKOPAN-ი მიიღო. ორივე ოპერაცია საქსტატის მიერ იმპორტში სექტემბრის თვეში აღირიცხა.
თავის მხრივ კომპანიამ 2026 წლის აგვისტოში გაავრცელა ინფორმაცია ყაზახური ნავთობის იმპორტის შესახებაც, შედეგად აგვისტოდან BSP-მა რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დაასრულა.
კომპანიის წინა განცხადების თანახმად, BSP-ის ლიბიიდან ნავთობის მიწოდების ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული, რომელიც 2027 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.
























