სექტემბერში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 30 სექტემბრისთვის, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა 5.273 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 163.6 მლნ დოლარით ნაკლებია აგვისტოს მაჩვენებელზე და ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
მიუხედავად, სექტემბერში კლებისა, რეზერვების მოცულობა წლიურად მაინც მკვეთრად, 960 მლნ დოლარით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ რეზერვებდან 4.82 მლრდ დოლარი სავალუტო რეზერვებზე მოდის.