“უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მუდმივი მხარდაჭერისთვის”- FIABCI georgia-მ Bmg დააჯილდოვა. FIABCI-ის Prix d’ Excellence ეროვნული დაჯილდოება საქართველოში 11 ოქტომბერს ჩატარდა.
უძრავი ქონების საუკეთესო პროექტების გამოვლენის გალა ცერემონიალი ქალაქ ბათუმში G17 - ში გაიმართა.
ღონისძიებას სპეციალურად მოწვეული FIABCI-ის მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმრები, სხვადასხვა ქვეყნიდან უძრავი ქონების წარმომადგენლები, მასპინძელი აჭარის რეგიონის მთავრობის წარმომადგენლობა და ადგილობრივი უძრავი ქონების სექტორი ესწრებოდა.
“უძრავი ქონების სექტორის განვითარებას Bmg ყოველთვის მხარს უჭერს, ამის დასტურია გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტი," რომელიც ყოველ სამშაბათს სექტორში მიმდინარე სიახლეებს და მოვლენებს აშუქებს. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა FIABCI-ს საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გადმოცემული ჯილდო, რომელიც “ფიაბსი საქართველოს” და “ფროფერთი ჯორჯიას” მუდმივი და მდგრადი მხარდაჭერისთვის და ზოგადად ამ სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მოგვენიჭა,”- განაცხადა “უძრავი ქონების პროსპექტის” ავტორმა და წამყვანმა გუგა კობახიძემ.
გალა დაჯილდოების ცერემონიალის დაწყებამდე FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით და Property Georgia-ს თანაორგანიზებით Courtyard by Marriott - ში რიგით მეორე, უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმი, „შენება მდგრადი მომავლისთვის“ გაიმართა.