მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სეს-ი დღევანდელი ფორმით რომ არსებობს, ეს EU-ის და სხვა დონორების დამსახურებაა" - კობალაძე

კობალაძე

სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სურსათის უვნებლობის მიმართულებით, ევროკავშირის დახმარებით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა.

ვახტანგ კობალაძემ "საქმიანი დილის" ეთერში სახელმწიფო სტრუქტურებისთვის დონორების დაფინანსებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ამისთვის მილიონობით დოლარის გრანტები აქვთ გამოყოფილი.

"ევროკავშირის და დასავლეთის დახმარება ყველა სფეროს მოიცავს. 30 წლის განმავლობაში არ დარჩენილა სექტორი, სადაც დასავლეთს არ გაუწევია ჩვენთვის დახმარება და დახმარების ლომის წილი მოდის სახელმწიფო სტრუქტურებზე და არა არასამთავრობოზე, როგორც შეიძლება ეს ვიღაცეებს ეგონოთ.

აქ საუბარია მილიონობით დოლარზე და ევროზე და ასეთია სწორედ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიმართულება. ძალიან დიდი დახმარება გაწია ევროკავშირმა სურსათის უვნებლობის მიმართულებით. საერთოდ სეს დღევანდელი ფორმით რომ არსებობს, ეს არის სწორედ ევროკავშირის და სხვა დონორების დახმარებით. გადახედოს ვისაც ახსოვს ოფისები როგორი იყო, იმას თუ ოფისები შეიძლება ეწოდოს, რეგიონებში განსაკუთრებით. მანქანებს დააკვირდით, ბოლო წლების განმავლობაში რა მანქანებით დადიან სააგენტოს თანამშრომლები და თუ წაიკითხავთ აწერია "ევროკავშირი საქართველოსთვის," ანუ გრანტებით შეძენილი მანქანებია. ერთია მატერიალური, ტექნიკური, ექსპერტული დახმარება, თანამედროვე ინფორმაციის და ცოდნის მიწოდება, გამოცდილების გაზიარება და ა.შ. და მეორე, ამაზე მნიშვნელოვანი საერთოდ რატომ დაიწყო ამ სექტორში რეფორმების განხორციელება? დაიწყო იმიტომ, რომ საერთოდ სურსათის უვნებლობის რეფორმების მამოძრავებელი არის ევროკავშირთან დაახლოება, თუ ეს სამიზნე გაქრება, ძალიან გაურკვევლია ამ სფეროში საერთოდ რა მოხდება," - გააცხადა ვახტანგ კობალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები