" სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ აქვს სათანადოდ დაგეგმილი საწვავის მარაგების მართვა"- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის ანგარიშში წერს.
"კერძოდ, 2018 წელს სეს-ის მიერ შეძენილი 6,346,673 ლარის ნავთობპროდუქტებიდან 2018 წელს გაიხარჯა 5,618,776 ლარის მარაგი, დარჩენილი ნაშთიდან (727,897 ლარი) 2019-2020 წლებში სულ გახარჯულია 300,478 ლარის მარაგი.
შესაბამისად, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინანსურ ანგარიშგებაში კვლავ რჩება 2018 წელს შეძენილი მარაგების ნაშთი − 427,419 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ აუდიტის ჯგუფის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ნავთობოპერატორებთან არსებული საწვავის ნაშთების შესახებ, რაც სააგენტომ ვერ მოგვაწოდა"-წერს აუდიტი დასკვნაში.




























