უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ სოფლის მეურნეობის გამოწვევებზე პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ინიციატივა გააჟღერა.
"ყველა რთველში მყოფს რთველის დაგვირგვინებას წარმატებით ვუსურვებ. ყველა იმ ადამიანს ვინც მოსავალს ელოდება და ბარაქას, 10-ჯერ მეტი მისცეს მომავალში და წარმატებული ქვეყანა გაგვეშენებინოს.
სეტყვა მუდმივად იქნება და გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას რომ, არის გზა კიდევ ერთის, სადაც ჩვენი თავი დავინახოთ - სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები. ჩვენ კომპენსაციის სახით დიდ ფულს ვიხდით, იქნებ მოსახერხებელი იყოს. იქნებ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით შევმოსოთ ჩვენი სოფლის მეურნეობა," - განაცხადა ლადო კახაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს პარლამენტში უსმენენ.