მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სეზონზე 85-90%-ით ვართ დატვირთული“ – Lopota Spa Resort

ლოპოტა სპა რეზორტი

Lopota Spa Resort-ის კომერციული დირექტორის მაკა ღლიღვაშვილის ინფორმაციით, ტურისტული კომპლექსი ზაფხულის სეზონზე 85-90%-ითაა დატვირთული. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.

"სტუმრების 50% ადგილობრივები არიან, ხოლო უცხოელები ძირითადად ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და დსთ-ს ქვეყნებიდან გვსტუმრობენ", - აღნიშნა მაკა ღლიღვაშვილმა.

ტურისტულ კომპლექსში ელიან, რომ ზაფხულის მსგავსად შემოდგომაც დატვირთული იქნება.

"წლის ბოლომდე, სხვადასხვა ღონისძიებებით აქტიურად ვართ დატვირთული, რადგან შემოდგომა კახეთში რთველიდან გამომდინარე ძალიან აქტიური სეზონია. როგორც ყოველთვის, შემოდგომას რთველის ფესტივალი გვექნება, რომელიც უკვე ტრადიციად გვექცა. მას სექტემბრის მესამე კვირაში ვაწყობთ. ღონისძიების პარალელურად, ჯაზკლუბის ოფიციალურ გახსნასაც ვაპირებთ“, - ამბობს Lopota Spa Resort-ის კომერციული დირექტორი.

ინფორმაციისთვის, “ლოპოტა სპა რეზორტის” დასასვენებელი კომპლექსი კახეთში 2008 წლიდან ამოქმედდა და საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურისტებს მრავალფეროვან სერვისებს ოთხივე სეზონზე სთავაზობს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდეგ, კომპლექსში სასტუმრო ნომრების რაოდენობა 300-მ გადააჭარბა და ჯამში, დაახლოებით 450 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები