მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შალვა მხატრიშვილი: სსფ - ის პროგნოზები საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზებთან თანხვედრაშია

შალვა
BM. GE
13.10.23 22:13
25
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, შალვა მხატრიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებულ პროგნოზს ეხმაურება.

აღნიშნული პროგნოზის მიხედვით, ფონდი წელს საქართველოში 2.4%-იან ინფლაციასა და 6.2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. მხატრიშვილი აცხადებს, რომ სსფ-ის პროგნოზები სებ - ის პროგნოზებთან თანხვედრაშია.

“ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6%-მდე გაზრდის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში განაცხადა. ამავე ანგარიშის მიხედვით, ინფლაციის პროგნოზი 2023 წლისთვის საშუალოდ 2.4%-ს შეადგენდა. ის ფაქტი, რომ ჩვენი პროგნოზები თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებთან, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაკროეკონომიკური ანალიზის კუთხით ჩვენ მსგავსი ხედვები გაგვაჩნია”, - აღნიშნავს შალვა მხატრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სსფ-მა გლობალური ეკონომიკური მიმოხილვა 10 ოქტომბერს განაახლა და ქვეყნების მიხედვით ახალი ეკონომიკური პროგნოზები გამოაქვეყნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები