პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად 14 ევროდეპუტატის ინიცირებული რეზოლუციისა, ევროპარლამენტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხს არ განიხილავს.
ჟურნალისტის კითხვაზე: "ფიქრობთ თუ არა, რომ ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედება" - პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ "არ ჰგონია".
შალვა პაპუაშვილი ეჭვქვეშ აყენებს ინდივიდუალური ევროდეპუტატების განცხადებებს და აღნიშნავს, რომ მათ "სერიოზულად არ უნდა მოვეკიდოთ". პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარში ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას არც დასავლური სანქციების მოლოდინი ჰქონდა, თუმცა აშშ-მა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა. გამართულ პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას "ქართული ოცნება" თავის თავზე არ აიღებს.
"უსამართლობაზე პასუხისმგებელი როგორ შეიძლება იყოს სხვა ადამიანი? საქართველოს ოთხი მოქალაქეც, რომლებიც დაასანქცირეს, ნახეთ რომ სრულიად უსაფუძვლოდ, დაუსაბუთებლად არიან დასანქცირებული..." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტში კენჭს უყრიან 14 ევროდეპუტატის რეზოლუციას, რომელიც, ინდივიდუალური სანქციების გარდა, პუნქტები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გადახედვასაც შეეხება.