მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შანტაჟი და ორმაგი სტანდარტი - კობახიძე EU-ს მიერ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე

კობახიძე ლარი
20.08.25 13:31
569

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე ევროკავშირის განცხადება საქართველოს მიმართ შანტაჟს წარმოადგენს. ამასთან, კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირი მოქმედებს ორმაგი სტანდარტებით, მაშინ როდესაც მოლდოვას მიმართ დადებითი შეფასებები კეთდება, მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში კორუფციის მხრივ მძიმე ვითარებაა.

„ესეც ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულებაა. კიდევ ერთხელ შევადაროთ მოლდოვას ჩვენი ქვეყანა. ეს ქვეყანა ჩაფლულია კორუფციაში, აქვს უკიდურესად სუსტი ინსტიტუტები, არის დსთ-ს წევრი, სანქციები არც მათ დაუწესებიათ.

რაც შეეხება ეკონომიკას, ბოლო 4 წლის განმავლობაში, 2021-2024 წლებში ჩვენ მოლდოვის ეკონომიკასთან სხვაობა გავზარდეთ 11 მლრდ დოლარზე მეტით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ბიუჯეტებს შორის სხვაობა გაიზარდა 3 მლრდ დოლარზე მეტით. ამხელა სხვაობაა საქართველოს და მოლდოვას შორის. ვინც კი ოპოზიციონერი იყო, პარლამენტიდანაც გაუშვეს. არც პოლიტიკური პლურალიზმი, მედიაპლურალიზმი. 2 არხია სულ, 1 არის საზოგადოებრივი მაუწყებელი 1, მე-2 არის საზოგადოებრივი მაუწყებელი 2, რომლებიც სინამდვილეში არის სახელმწიფო ტელევიზიები, პირდაპირ ხელისუფლების სამსახურში არიან ჩამდგარი.

ეს არის მოლდოვაში არსებული მდგომარეობა, თუმცა მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე, როგორც თავის დროზე იყო გამოცხადებული სააკაშვილის ხელისუფლება და საქართველოს უპირისპირებენ შანტაჟს.

ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტებს და ამ ორმაგი სტანდარტის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია არ არის დამოუკიდებელი. ის მოქმედებს მთლიანად გარე ძალების კარნახით“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები