მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შანტაჟი EU-ს მოლაპარაკებების გახსნა არ გახსნით, აბსოლუტურად უადგილო, არაევროპული და უღირსი საქციელია - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

შანტაჟი EU-ს მოლაპარაკებების გახსნა არ გახსნით, აბსოლუტურად უადგილო, არაევროპული და უღირსი საქციელია - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტარების განცხადებებს, რომ "რუსული კანონის" მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის ევროკავშირი მოლაპარაკების ფანჯარას არ გახსნის.

" ევროკავშირში გაწევრიანება ბევრი საფეხურისგან შედგება. მართალია, მოლდოვას და უკრაინას მოლაპარაკებები გაუხსნეს პოლიტიკური გადაწყვეტილების დონეზე, მაგრამ მათ ეს დოკუმენტი არ მიუღიათ, რაც ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებები გახსნილი არ არის.

არის უამრავი საფეხური, რომლისგანაც შედგება მოლაპარაკებების პროცესი და თითოეულ საფეხურზე, თუ ვიღაც ეცდება, რომ ეს საფეხურები ხალხის და ხელისუფლების შანტაჟისთვის გამოიყენოს, ეს არ არის ღირსეული საქციელი. ეს არ არის, ევროპული საქციელი. ჩვენ ეს უკვე გამოვიარეთ 2022 წლის ივნისში, როცა ქვეყანამ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ხომ არანაირი ახსნა-განმარტება არ მოგვისმენია? რეალურად მოხდა ის, რომ "გლობალურმა ომის" პარტიამ გავლენა იქონია გადაწყვეტილებაზე", - გადახდა პრემიერმა.

"რუსული კანონი" პლენარულ სხდომაზე "ქართულმა ოცნებამ" ხვალ უნდა მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები