მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერთან საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ მიშელი X-ზე წერს.

„დღეს ტელეფონით პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად საქართველოში არსებული სიტუაცია განვიხილე, რასაც მოჰყვა ზარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

გავიმეორე ჩემი სრული მხარდაჭერა, რომ გავაგრძელო ქართველების დახმარება ევროპული მომავლისკენ, მათ შორის დავეხმარო ყველა მხარეს ლეგიტიმური შეშფოთებების გადასაჭრელად“, – წერს მიშელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები