მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარლ მიშელის თქმით, ათენში გამართული სამიტი EU-ს გაფართოების საკითხზე არაფორმალური შეხვედრა იყო

ევროპელი ლიდერები მიშელი

საბერძნეთის დედაქალაქში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით, "სალონიკის დეკლარაციის“ 20 წლის იუბილეს ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად უკრაინისა და მოლდოვის პირველი პირები და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები. საქართველო სამიტს არ დასწრებია.

სამიტის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში ფოტო და კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ჩვენ ახლა გაფართოების პროცესის ახალ ეპოქაში შევდივართ“.

როგორც ის წერს, ათენის სამიტზე ის, უკრაინის და მოლდოვის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებთან ერთად საბერძნეთის მიწვევით იმყოფებოდა. როგორც მიშელი აცხადებს, ეს იყო არაფორმალური შეხვედრა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე.

“გაფართოება რჩება ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტად და ჩვენს კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის ძლიერ ინსტრუმენტად. რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ გვიჩვენებს, ჩვენი დროის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით ერთად დგომის მნიშვნელობას.

უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა.

დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას აქვს საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი. ჩვენ ახლა უნდა ვიპოვოთ წინსვლის გზა, რომ ევროპის ეს ხედვა რეალობად იქცეს“, - წერს შარლ მიშელი.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტეს, თუ რატომ არ იყო ქვეყანა წარმოდგენილი აღნიშნულ შეხვედრაზე.

განცხადება იხილეთ აქ.