მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკვირდებით რუსეთში განვითარებულ მოვლენებს - შარლ მიშელი

6496d43db2cf9
მარიამ ვარადაშვილი
24.06.23 15:30
607
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერზე წერს, რომ ევროკავშირი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.

“ახლოდან ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე მოვლენებს.კონტაქტზე ვართ ევროპელ ლიდერებთან და დიდი შვიდიანის ქვეყნებთან. ნათელია, რომ ეს რუსეთის შიდა საქმეა. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია”,-წერს მიშელი.

23 ივნისს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა მათი სამხედრო ბაზის დაბომბვაში, რასაც მისი მტკიცებით, “ვაგნერების” მხირიდან დიდი ოდენობის მსხვერპლი მოჰყვა. პრიგოჟინმა ასევე განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა.

დღეს დილით "ვაგნერმა" ტელეგრამის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა პრიგოჟინის მიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ როსტოვში სამხედრო ობიექტებზე მათ შორის, აეროდრომზე კონტროლი დაამყარეს. ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები