მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შარშან Georgian Airways-მა ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა

აირზენა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ქართულმა ავიაკომპანიამ Georgian Airways-მა შარშანაც მგზავრების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა.

კერძოდ, 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების 120%-იანი ზრდის შემდეგ, ქართული ავიაკომპანია, რომელიც ფრენების აღდგენის შემდეგ რუსეთის მიმართულებით აქტიურად დაფრინავს, 2024 წელს 515 113 ათასს მგზავრს მოემსახურა, რაც 57%-იანი ზრდაა წლიურ ჭრილში. ამ მონაცემებით Georgian Airways-ს საქართველოს საავიაციო ბაზრის 7% უკავია და ერთ-ერთი ლიდერი ავიაკომპანიაა. მას მხოლოდ თურქული Pegasus-ი; Turkish airlines-ი და უნგრული Wizz air-ი უსწრებენ. შედარებისთვის Georgian Airways 2022 წელს ფრენების აღდგენამდე, 3%-იანი წილით მე-9 ადგილზე იყო.

სტატისტიკაში არ ჩანს, ქართული ავიაკომპანიის მგზავრთნაკადის ზრდაში ზუსტად რა წვლილი აქვს რუსეთში ფრენებს, თუმცა კომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის და აშშ-ის ღიად უარყოფითი პოზიციისა და სანქციების საფრთხის მიუხედავად, 2023 წელს რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები