საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასი პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 12%-ით გაიზარდა. როგორც PMC-ის სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მიმოხილვაშია წერია, ზრდა ძირითადად 3 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ხარჯზე იყო და ამ პერიოდში საოჯახო ტიპის სასტუმროები მხოლოდ 3%-ით გაძვირდა. სასტუმროებმა ფასი პანდემიის შემდეგ პერიოდში, 2022 წლიდან დაიწყეს. ქვეყნის მასშტაბით სასტუმროები ყველაზე ძვირი თბილისში, აჭარასა და კახეთშია.
ჯამში 2023 წელს ქვეყანაში ჯამში 1 188 სასტუმრო და 35 ათასზე მეტი ოთახი იყო. ყველაზე მეტი სასტუმრო თბილისშია, მთლიანი რაოდენობის 36%-ით, შემდეგ მოდის აჭარა 30%-ით, ხოლო მესამე ადგილზეა სამცხე-ჯავახეთი. 2024 წლის ცხრა თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.46 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 6.4%-იანი ზრდაა. წელს სამ კვარტალში ქვეყანაში 5.04 მილიონი ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 4.5%-ით არის გაზრდილი. სამი კვარტლის მონაცემებით, წელს ტურიზმის შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტში გაზრდილია.