მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შავი ზღვის გადამცემი ხაზის პროექტი სავარაუდოდ, 2032 წლისთვის დასრულდება - სსე

ზვიად გაჩეჩილაძე

სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტი, შესაძლოა, 2032 წლისთვის დასრულდეს. "აბრეშუმის გზის" ფორუმზე გამოსვლისას მან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით დასრულდეს ეს პროექტი. სავარაუდოდ, 2032 წელს მოხდება მისი სრული დასრულება. ანუ მას შემდეგ, რაც პროექტის წინასწარი შესწავლა საბოლოოდ იქნება დასრულებული და დაიწყება რეალიზაცია.

პროექტს აქვს საკმაოდ მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა, როგორც შავი ზღვის რეგიონში, ასევე ევროკავშირისაგან. პროექტის ეკონომიკური მხარდაჭერა აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, მისგან მივიღოთ სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი. ეს ყველაფერი წაადგება მდგრადი განვითარების დასახულს მიზნებს არა მხოლოდ ელექტრო ბაზრის განვითარების, არამედ ყველა სხვა სარგებლიანობის კუთხით. ცოტა ხნის წინ, მივიღეთ ინფორმაცია ევროკავშირიდან, რომ ჩვენი პროექტი უკვე არის ჩასმული ევროგანვითარების 2026 წლის გეგმაში", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

2026 წელს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე 25 მილიონის დახარჯვა იგეგმება.

ვრცლად ამ თემაზე: რა ეტაპზე შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები