მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეჩერებული ევროინტეგრაცია ბიზნესის განწყობებზე ნეგატიურად აისახება - ბიზნესმენი

ბიზნესმენი

ბიზნესმენის, „მგზავრები ჯგუფის“ დამფუძნებლის დავით ცერცვაძის შეფასებით, შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი ბიზნესის განწყობებზე აუცილებლად აისახება. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

მისი შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მოლაპარაკებების შეჩერება ქვეყნის ეკონომიკაზე, ბიზნესსა და მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება.

„ევროინტეგრაციის შეჩერებული პროცესი ბიზნესის განწყობებზე აუცილებლად აისახება. შეიძლება ამის უკუეფექტებს ახლა ვერ ვხედავთ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფით შედეგს გამოიღებს. ეს შიდა განწყობები დღესაც უკვე შეინიშნება, ბიზნესში ახალი პროექტების კეთების განწყობა არ არის. ეს პროცესი, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს, შიდა განწყობებზეც მოქმედებს და ადამიანები, ბიზნესმენები ფიქრობენ განავითარონ თუ არა ის საქმე, რასაც აკეთებენ. ადამიანები უყურებენ გარემოს და თუ არ შეიცვალა ის მიმართულება, რომელიც აუცილებლად ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ უნდა იყოს მიმართული, ბევრი სამომავლო პროექტებს გააჩერებს.

შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი ისევე როგორც ყველაზე, ჩვენზეც მოქმედებს. რომ შევხედოთ რა არის ევროინტეგრაცია, ეს პირველ რიგში პიროვნული თავისუფლებაა, განათლება და დაცულობაა - ეს კომპონენტები ადამიანის ბედნიერების და განვითარების საწინდარს ქმნიან. თუ ეს კომპონენტები, რომლებიც ჩვენს ევროპულ ღირებულებებშია, ჩვენს ხალხს მოაკლდება, ეს გამოიწვევს ქვეყნის უკუსვლას, რაც გამოიხატება სიღარიბეში“, - განმარტავს დავით ცერცვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები