მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეცვლის თუ არა დეველოპერების მხარდაჭერის პაკეტი უძრავი ქონების ფასს? - რედკოს შეფასება

5ecf99bd419cc
ვიქტორია მღებრიშვილი
28.05.20 15:45
1228
ფასებს არეგულირებს მოთხოვნა და ბაზარი. ხელოვნურად ფასის დადგენას დეველოპერები ვერ შეძლებენ, - ასე უპასუხა სამშენებლო კომპანია „რედკოს“ დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა, BM.GE-ის კითხვას, რომელიც მხარდაჭერის პაკეტით უძრავი ქონების ღირებულების შემცირების სტიმულირებას შეეხებოდა.

როგორც დეველოპერი აცხადებს, კრიზისიდან გამოსვლის შემდგომ, სამშენებლო სექტორის განვითარების შემთხვევაში, ბაზრის მოთამაშეებმა შესაძლოა დააკორექტირონ ფასები. მალხაზ კუნელაურის თქმით, კრიზისის პერიოდში ეს შეუძლებელია.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფასების შემცირებაზე, აუციელებელია, რომ ჩვენ გვქონდეს ისეთი წინაპირობები, რომლებიც დღეს არ გვაქვს. საუბარია კომფორტულ ბიზნესგარემოზე და არა კრიზისულ გარემოზე. დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის კრიზისული მდგომარეობა და შემცირებულია ბაზარზე მოთხოვნა და არაფერი, მათ შორის, არც ის ძირითადი სამუშაოები, რითიც მშენებლობას ვაწარმოებთ ისინი არ გაიაფებულა და არის იმპორტირებული, ვფიქრობ, აქ მარჟის მონახვა იმისთვის, რომ ფასის არსებითი ცვლილება გააკეთო, ალბათ არ იქნება სწორი და ლოგიკური და ვერ შევძლებთ.

თუმცა ვფიქრობ, რომ თუ შეძლო ამ დარგმა განვითარება და დახმარებებით კრიზისიდან გამოსვლა,  შევძლებთ ფასების ნაწილში რაღაც ფორმით მოვახდინოთ ისეთი კორექტირება, რომ მომხმარებელი და ბაზარიც იყოს კმაყოფილი“, - განმარტა „რედკოს“ დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ დღეს სამშენებლო სექტორისთვის 434 მლნ ლარიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები