მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შედეგები ცნობილია: "ოცნებამ" 14 მაჟორიტარი გაიყვანა - 16 ოლქში მეორე ტურია

5f9ef17631be3
BM.GE
01.11.20 21:26
4326
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა საუბნო ოქმი შეაჯამა, რის შედეგადაც პარტიების და მაჟორიტაროების კანდიდატების სრული შედეგები გახდა ცნობილი. არსებული მონაცემებით, 16 ოლქში მეორე ტური ჩატარდება, 14 ოლქში კი გამარჯვებული პირველივე ტურით "ქართული ოცნების" კანდიდატები არიან.

ოლქები, სადაც მეორე ტურები ჩატარდება:

  1. გლდანი –  ლევან კობიაშვილი [ქართული ოცნება] – 42.69%, ნიკა მელია [ენმ] – 43.88%; 
  2. მთაწმინდა – ბექა ოდიშარია [ქართული ოცნება] – 44.81%, შალვა შავგულიძე [ევროპული საქართველო] – 29.45%; 
  3. ვაკე –  ნოდარ ტურძელაძე [ქართული ოცნება] – 42.24%, ელენე ხოშტარია [ევროპული საქართველო] – 35.55%; 
  4. საბურთალო –  დავით სერგეენკო [ქართული ოცნება] – 43.23 %, ალეკო ელისაშვილი [მოქალაქეები] – 19.16%; 
  5. ისანი – კახა კახიშვილი [ქართული ოცნება] – 46.74%, ხატია დეკანოიძე [ენმ] – 27.23%; 
  6. სამგორი – სოზარ სუბარი [ქართული ოცნება] 45.87%, ლევან ხაბეიშვილი [ენმ] – 39.18%; 
  7. დიდუბე-ჩუღურეთი –  გიორგი ვოლსკი [ქართული ოცნება] – 42.49%, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 21.09%; 
  8. ნაძალადევი –  მიხეილ ყაველაშვილი [ქართული ოცნება] – 43.76%, შალვა ნათელაშვილი [ლეიბორისტული პარტია] – 25.01%; 
  9. რუსთავი –  ნინო ლაცაბიძე [ქართული ოცნება] – 47.37%, დავით კირკიტაძე – 32.6%; 
  10. ხაშური-ქარელი – ზაალ დუგლაძე [ქართული ოცნება] – 49.34%, ნატო ჩხეიძე [ენმ] – 29.63%; 
  11. ზესტაფონი-ბაღდათის-თერჯოლა-ტყიბული - ბეჟან წაქაძე [ქართული ოცნება] – 49.49%, კახა გეწაძე [ენმ] – 26.98%; 
  12. ქუთაისი –  ზაზა ლომინაძე [ქართული ოცნება] – 42.16%, გრიგოლ ვაშაძე [ენმ] – 34.72%; 
  13. თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი [ქართული ოცნება] – 47.26%, გიორგი ბოტკოველი [ენმ] – 40.43%; 
  14. ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი [ქართული ოცნება] – 47.91%, მალხაზ ჯალაღონია [ენმ] – 36.95%; 
  15. ბათუმი –  რესან კონცელიძე [ქართული ოცნება] – 40.97%, ლევან ვარშალომიძე [ენმ] – 37.3%; 
  16. ხულო-შუახევი-ქედა-ხელვაჩაური –  ანზორ ბოლქვაძე – 46.26%, მიშა ბოლქვაძე [ენმ] – 32.5%;


პირველ ტურში გამარჯვებული მაჟორიტარების სია:

  1. სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯო-გურჯაანი – დავით სონღულაშვილი [ქართული ოცნება] – 52.83%; 
  2. ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა –  გოგი მეშველიანი [ქართული ოცნება] 55.41%; 
  3. გორი-კასპი –  გიორგი ხოჯევანიშვილი [ქართული ოცნება] – 55.42%; 
  4. ახალციხე-ასპინძა-ადიგენი-ბორჯომი –  ანტონ ობოლაშვილი [ქართული ოცნება] – 61.79%; 
  5. ახალქალაქი-ნინოწმინდა –  სამველ მანუკიანი [ქართული ოცნება] – 61.47%; 
  6. ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხი –  გოჩა ენუქიძე [ქართული ოცნება] – 59.32%; 
  7. საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული –  პაატა კვიჟინაძე [ქართული ოცნება] – 68.86%; 
  8. სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი –  გივი ჭიჭინაძე [ქართული ოცნება] – 51.02%; 
  9. ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური –  ვასილ ჩიგოგიძე [ქართული ოცნება] – 54.82%; 
  10. წალენჯიხა-ჩხოროწყუს-მარტვილი-აბაშა – ალექსანდრე მოწერელია [ქართული ოცნება] – 52.81%; 
  11. ფოთი-ხობი-სენაკი –  ირაკლი ხახუბია [ქართული ოცნება] – 53.52%; 
  12. ქობულეთი –  ზაალ მიქელაძე [ქართული ოცნება] – 52.52%; 
  13. მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგი –  შალვა კერესელიძე [ქართული ოცნება] – 50.1%; 
  14. მარნეული – ზაურ დარგალი [ქართული ოცნება] – 51.16%;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები