სახელმწიფო კომპანია "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიაც ადასტურებს, რომ "ენგურჰესში" ოპტიმიზაცია მიმდინარეობს, მაგრამ არ აკონკრეტებს არც საკადრო ოპტიმიზაციის მასშტაბს და არც იმას - როგორ იზრუნებს სახელმწიფო "ენგურჰესიდან" გათავისუფლებულ მოქალაქეებზე, რომელთა დიდი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს.
საქმე ის არის, რომ „ენგურჰესიდან“, რომლის 100%-იანი მფლობელი ეკონომიკის სამინისტროა 400-დან 500-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებენ“ - აღნიშნული ინფორმაცია BMG-ის სახელმწიფო კომპანიაში დასაქმებულმა რამდენიმე ადამიანმა მიაწოდა. „ამ ყველაფერს აქვს იძულებითი ფორმა და აიძულებენ, [აპრილის ბოლომდე], თავიანთი ნებით დაწერონ განცხადება წასვლის შესახებ, ყოველგვარი ანაზღაურების და კომპენსაციის გარეშე... გეოპოლიტიკური გარემოების გათვალისწინებით, რეორგანიზაციის ფორმით მასობრივად გათავისუფლების საკითხი არ შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ ადმინისტრაციულ ან ფინანსურ კონტექსტში, რადგან ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი... ეს გადაწყვეტილება პირდაპირ განაპირობებს სოფლების დაცლას, თან დაცლას ქართველებისგან", - განუცხადა bm.ge-ის ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც „ენგურჰესშია“ დასაქმებული და იქვე დასძინა, რომ „ენგურჰესში“ დასაქმებული 1 100-მდე ადამიანიდან, 70%-80% აფხაზეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს.
როგორც ირკვევა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით, შპს “ენგურჰესში” ოპტიმიზაციის პროცესის მართვას კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია ხელმძღვანელობს.
"ენერგეტიკული სექტორის ოპტიმიზაცია-რესტრუქტურიზაციის ფარგლებში, შპს "ენგურჰესში” ოპტიმიზაციის პროცესი 2025 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს.
აღნიშნული პროცესის მიზანია, შპს “ენგურჰესში” განახლებული სტრუქტურით შეიქმნას ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები და ამასთანავე, კომპანიამ უზრუნველყოს შესაბამისი ადამიანური რესურსების სწორ პოზიციებზე გამოყენება საწარმოს უკეთესი მართვისთვის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით, შპს “ენგურჰესში” ოპტიმიზაციის პროცესის მართვას კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია ხელმძღვანელობს. ოპტიმიზაციის საბოლოო შედეგები როგორც საოპერაციო, ისე საკადრო კუთხით, პროცესის დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება", - აცხადებენ "ენგურჰესში".
ცნობისთვის: "ენგურჰესში" მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, BMG-მ კითხვებით ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.

BMG სახელმწიფო კომპანია "ენგურჰესიდან" პასუხებს შემდეგ კონკრეტულ კითხვებზე ითხოვდა:

BMG ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხებს შემდეგ კითხვებზე ითხოვს:





























