მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეგეძლოთ არ წასულიყავით მთავრობიდან და გაგეგრძელებინათ რეფორმები - პრემიერი გახარიას გუნდს

60d6004ed1f0b
თელარა გელანტია
25.06.21 20:11
942
„თქვენ იყავით მთავრობაში და შეგეძლოთ არ წასულიყავით და გაგეგრძელებინათ <დაწყებული> რეფორმები“, - ასეთი მოკლე პასუხით შემოიფარგლა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდის წევრების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხისას.

ცნობისთვის: დეპუტატებმა ანა ბუჩუკურმა და ბექა ლილუაშილმა მოქმედ პრემიერს სხვადასხვა თემაზე რამდენიმე კითხვა დაუსვეს. მაგალითად, ბექა ლილუაშვილი სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესით, ასევე, პოსტ-კოვიდური ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტით დაინტერესდა, რომელზეც მუშაობა გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში დაიწყო.

„სად არის გეგმა, რომლის შემუშავება მიმდინარეობდა არა ქალაქგარეთ წვეულებების ფარგლებში, არამედ ჩართულები იყვნენ სახელმწიფო საჯარო მოხელეები სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის სამინისტროებიდან და ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფები.

რატომ არ მიმოიხილეთ დღეს 10-წლიანი ეკონომიკური გეგმის ფარგლებში ის საკითხები, რომელიც რეალურად სჭირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას; რატომ არ ისაუბრეთ საშემოსავლო გადასახადის შემცირების შესაძლებლობებზე, რომელიც წარმოდგენილი იყო იმ გეგმაში, რომელიც დაგხვდათ, რატომ არ ისაუბრეთ მსხვილი ინვესტიციებისთვის გადასახადების დაბრუნების საკითხზე, ექსპორტის პირდაპირ გაწერილი ღონისძიებების მხარდაჭერის საკითხზე, რომელიც ასევე გეგმაში იყო. რატომ არ ისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას რეალურად სჭირდება, მაგალითად, სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე, რომელსაც დიდი მხარდაჭერა ექნებოდა საპარლამენტო უმრავლესობაში და ის, ფაქტობრივად, გაჩერდა. რატომ არ ისაუბრეთ საგადასახადო შეთანხმებების გაუქმების პრაქტიკაზე - ეს ხომ მანკიერია და გასაკეთებელია; ასევე, რატომ არ ისაუბრეთ არაეფექტიანი და მოძველებული საგადასახადო შეღავათების გაუქმებაზე, რაც ეკონომიკას სჭირდება...“, - მიმართა ბექა ლილუაშვილმა პრემიერ-მინისტრს.