მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეიძლება იყოს დღიურად ინფიცირების 60 ათასამდე შემთხვევა - ამირან გამყრელიძის პროგნოზი

61dd64884ec8b
მარიამ ვარადაშვილი
11.01.22 15:14
666
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ქვეყანაში "ომიკრონის" 900-ზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა. ამირან გამყრელიძის თქმით, აქედან ცენტრმა ინფიცირების 621 შემთხვევა შეისწავლა და მათგან მხოლოდ 11-ს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა.

“როგორც მოსალოდნელი იყო, მე-6 ტალღის აღმავალ ნიშნულზე ვართ ანუ ქვეყანაში ახალი შტამის ცირკულაცია თანდათან ძლიერდება. კიდევ ერთხელ გადავხედეთ ყველა მონაცემს, რაც ლაბორატორიულად არის დადასტურებული და ვიანგარიშეთ საეჭვო შემთხვევებიდან რამდენი დასტურდება "ომიკრონზე". ამის მიხედვით დღევანდელი ცირკულაციის პროცენტი ყველა დადებით შემთხვევაში 45%-ის ფარგლებშია. 30% რეგიონებშია, ხოლო 60% - თბილისში. ანუ გაშუალებული პროცენტი "ომიკრონის", დაახლოებით, 45%-ია და რაც მთავარია, ის მზარდია, თან საკმაოდ სწრაფად. ამიტომ, უნდა ველოდოთ რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ომიკრონის 951 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. აქედან დეტალურად შესწავლილია 621 ადამიანი. მათი საშუალო ასაკი 33 წელია. შემთხვევათა 83% საქართველოს მოქალაქეები არიან. 621 შემთხვევიდან 11 დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, მათგან 7 უკვე გაეწერა და 4 რჩება ჰოსპიტალში. ჯერჯერობით, არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია”, - აცხადებს გამყრელიძე.

აქედან გამომდინარე, გამყრელიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით, ჰოსპიტლები გადატვირთული არ არის, რადგან "დელტასთან" შედარებით "ომიკრონით" ინიფიცირების შემთხვევები მსუბუქად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მსოფლიო მონაცემებით, ომიკრონის შტამის დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 5-10%-მდე მერყეობს, მაშინ როცა "დელტა" ვარიანტის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 20%-მდე იყო. ამდენად, NCDC-ის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ საავადმყოფოში გადაყვანის საჭოროება შედარებით მცირე იქნება.

“ჰელს მეტრკის” მონაცემებით, პიკში შესაძლოა, შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 ათასამდე შემთხვევა, საიდანაც, დაახლოებით, 20-30% ლაბორატორიულად გამოვლინდება ანუ შესაძლოა გვქონდეს, დაახლოებით, 10-15 ათასამდე დღიური შემთხვევა”, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები