მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SHEIN-მა $2 მილიარდის მოგება მიიღო – სწრაფ მოდაზე მოთხოვნა იზრდება

shein

ჩინურ-სინგაპურულმა სწრაფი მოდის ბრენდმა, Shein-მა გასული 2023 წლის განმავლობაში 2 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.

2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2023 წელს მოგების ზრდა 185%-ს აღწევს, რაც ფენომენალური შედეგია. შედარებისთვის, H&M-მა გასულ წელს 840 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, ანუ Shein-მა 77-წლიანი ისტორიის მქონე კონკურენტს გადაუსწრო, რაც სწრაფი მოდის მიმართ მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.

თავისი არსით, Shein-ის სერვისი ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა, სადაც ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სამკაულების და აქსესუარების შეძენაა შესაძლებელი. ამ მახასიათებლით ის Amazon-ს ჰგავს, თუმცა მისგან განსხვავებით, Shein-ის პროდუქცია შედარებით იაფია და თან წარმავალი, რაც სწრაფი მოდის ძირითადი არსია.

საშუალოდ, Shein-ის პლატფორმაზე გაყიდული ნივთის ფასი 8 დოლარს შეადგენს, რაც ინდუსტრიაში დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ფასების გარდა, Shein-ს თანამედროვე მარკეტინგული სტრატეგიაც გამოარჩევს, მისი პროდუქციის გავრცელებაში აქტიურად არიან ჩართულნი ინფლუენსერები და ბლოგერები, რომელთაც სოციალურ ქსელებში დიდი რაოდენობით გამომწერები ჰყავთ.

მართალია, სწრაფი მოდა სიიაფესთან და სიმარტივესთან ასოცირდება, თუმცა მას ერთი დიდი პრობლემაც აქვს და ეს ემისიების დიდი მოცულობაა. ვინაიდან, სწრაფი მოდის მიმყოლ ადამიანს თითქმის 5-ჯერ მეტი სახის პროდუქტის ყიდვა უწევს, მის მიერ გამოყოფილი ნახშირბადის ემისიების მოცულობაც გაცილებით დიდია.

გარდა ამისა, Shein-ის პლატფორმაზე წარმოდგენილი მწარმოებლები არასათანადო სამუშაო პირობებთან, შრომის კოდექსის დარღვევასთან და არასრულწლოვანთა შრომასთან არიან ასოცირებულნი, რაც Shein-სთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ კომპანია საფონდო ბირჟაზე დასალისტად ემზადება, ინვესტორებს კი საერთაშორისო სკანდალში გახვევის სურვილი ნამდვილად არ აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები