მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Shell-ი პარტნიორ კომპანიებთან ერთად ნიგერიულ ნავთობის საბადოში $20 მილიარდის ჩადებას გეგმავს

Shell comp

ენერგეტიკული ინდუსტრიის ამერიკული გიგანტი, Shell-ი პარტნიორ კომპანიებთან, ExxxonMobil-თან, Total Energies-თან, Eni-სა და ნიგერიის ეროვნულ ნავთობკომპანიასთან ერთად ნიგერიაში $20 მილიარდის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ამჟამად, მიმდინარეობს ბონგას ნავთობის საბადოს სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთის შესწავლა. თუ წინასწარი პროგნოზები დადასტურდება და ზონაში წიაღისეული საწვავის ნავარაუდები მარაგი აღმოჩნდება, დასახელებული კომპანიები პლატფორმების აგებას და ნავთობის წყალქვეშა საბადოებიდან ამოღებას დაიწყებენ. არსებობს მოლოდინი, რომ ბონგას სამხრეთ-დასავლეთით დამატებით 820 მილიონი ბარელის მოპოვებაა შესაძლებელი. ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში კომპანიები დღიურად 220,000 ბარელის ამოღებას აპირებენ.

დასახელებული $20 მილიარდი დოლარის ნახევარი შესაბამისი ინფრასტრუქტურის აგებას მოხმარდება, დანარჩენი კი საოპერაციო და სხვა ადგილობრივ ხარჯებზე გადანაწილდება. აღსანიშნავია, რომ ბონგას ნავთობსაბადოთი Shell-ის დაინტერესების ზრდა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ კომპანია ნიგერიის დელტადან, სხვა ზონიდან გასვლას აპირებს. ამერიკული ნავთობგიგანტის მმართველმა, ვალ სავანმა თქვა, რომ ნიგერიის მთავრობისაგან შესაბამისი ლიცენზიის გაცემის დაპირება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები