მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ფფ
30.11.23 20:00
3863

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

"შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, გადამხდელების ინტერესების გათვალისწინებითა და ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის მაჩვენებელის გაუმჯობესების მიზნით, გარკვეული პერიოდულობით, ხორციელდება საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის
გადამხდელთა წინასწარი ინფორმირება შესაბამისი დავალიანების არსებობის შესახებ.

აღნიშნული პროცესიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის, 30 ნოემბერს, გადასახადის გადამხდელთა (დირექტორის, მეწარმის ან შესაბამის უფლებამოსილ პირთან) მიმართ, განხორციელდა შემოსავლების სამსახურის საერთო ბაზაში რეგისტრირებულ მობილურ სატელეფონო ნომრებზე, საინფორმაციო ხასიათის, მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინების გაგზავნა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ თუ მიიღეთ მსგავსი შეტყობინება და თქვენ აღარ ხართ საწარმოს/ორგანიზაციის დირექტორი ან/და უფლებამოსილი პირი და გეცნობათ ყოფილი სამსახურის საგადასახადო დავალიანების შესახებ ან/და თუ თქვენ ამჟამად ფლობთ წინა პერიოდში, სხვა პირის საკუთრებაში არსებულ მობილურ სატელეფონო ნომერს, რომელზეც მიიღეთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია, გთხოვთ, განახორციელოთ აღნიშნულ სატელეფონო ნომერზე ახალი მფლობელის ცვლილება შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების გვერდის გამოყენებით ან დაზუსტების/ცვლილების მიზნით, დაუკავშირდეთ ყოფილი სამსახურის წარმომადგენლებს (რათა მათ თავად განახორციელონ სათანადო ცვლილება) ან მიმართოთ საქართველოს მასშტაბით არსებულ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვის-ცენტრებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, რათა უკეთ მოხდეს საზოგადოების ინფორმირება თუ რა სახის პროგრამული უზრუნველყოფის ოპერაცია განხორციელდა, განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი:

შპს „X“-ს/ან ფიზიკურ პირს უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება 2000 ლარი. პროგრამა ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს შპს-ს დირექტორის/უფლებამოსილი პირის მიერ, მითითებულ მობილურ სატელეფონო ნომერზე (SMS) შეტყობინების გაგზავნას, რომ შპს „X“-ს/ან ფიზიკურ პირს (პ/ნ და ს/ნ მითითებით) 2023 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით, უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება 2000 ლარი, პირადი აღრიცხვის ბარათზე და მიეთითება შემოსავლების სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია ბმულების სახით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ბმულები:

ინსტრუქცია დავალიანების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებასთან დაკავშირებით: https://www.rs.ge/ServicesCatalog?taxarrears&guid=E67E7D6C5C52F001E053790214AC8D17

შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვის ცენტრების
მისამართები: https://rs.ge/Contact?cat=1&tab=1

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები