მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემუშავდება რეკომენდაციები, რათა DRG მოდელი უფრო მეტად დახვეწილი იყოს - ზაზა ლომინაძე

სს
26.07.24 19:46
383

კომიტეტი და, შესაბამისად, პარლამენტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამინისტროს მიმართ, რათა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების (DRG) მოდელი უფრო მეტად დახვეწილი იყოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით, ბოლო გასვლით შეხვედრაზე ზუგდიდში განაცხადა. შეხვედრაზე სამეგრელოსა და ზემო სვანეთის კლინიკების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კანონმდებლებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კლინიკების პასუხისმგებელ პირებს მოუსმინეს და მათ კითხვებს უპასუხეს. ასევე გაიმართა დისკუსია დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის დადებით და უარყოფით მხარეებზე, შემოთავაზებული მოდელის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებებზე.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული შეხვედრით გასვლითი შეხვედრების ციკლი დაასრულა. შეხვედრებზე, ძირითადად, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგების გაანალიზებაზე იმსჯელეს, რის შედეგადაც კომიტეტი რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

„კომიტეტი და, შესაბამისად, პარლამენტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამინისტროს მიმართ, თუ რა მიმართულებებით უნდა გაააქტიუროს მუშაობა, რათა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების მოდელი უფრო მეტად დახვეწილი იყოს და ზუსტად პასუხობდეს საქართველოს მოქალაქეების და კლინიკების წინაშე მდგარ გამოწვევებს“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

ღონისძიება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ მხარდაჭერით, გაიმართა

შეხვედრაში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მონაწილეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები