მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შენგენის ზონაში შესვლის შემოწმების ახალი სისტემის ამოქმედება გადაიდო

შენგენი

ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ახალი ბიომეტრიული სასაზღვრო შემოწმების სისტემის ამოქმედება გადადო. როგორც "როიტერსი" წერს, სისტემის გაშვება მიმდინარე წლის 10 ნოემბერს იგეგმებოდა, თუმცა, გერმანიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ მათი სასაზღვრო კომპიუტერული სისტემები ჯერ მზად არ არის ამისთვის.

“10 ნოემბერს ამოქმედება აღარ განიხილება”, - განაცხადა ევროკომისარმა საშინაო საქმეებში, ილვა იოჰანსენმა. მისივე თქმით, ჯერჯერობით ახალი საბოლოო თარიღი არ არის ცნობილი, როცა სისტემა უნდა ამოქმედდეს.

შესვლა/გამოსვლის სისტემის (EES) საშუალებით შესაძლებელი იქნება ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთა ციფრული ჩანაწერით, რომელიც მგზავრის დოკუმენტს პიროვნების დამადასტურებელ ბიომეტრიულ მონაცემებთან ციფრულად დააკავშირებს, შედეგად საზღვარზე ბეჭდის ხელით ჩარტყმა საჭირო აღარ იქნება. სისტემისთვის საჭირო იქნება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებიც შენგენის ზონაში შევლენ, თითის ანაბეჭდების და სახის სკანირება გაიარონ და შენგენის ზონაში მათი ყოფნის შესახებ შეკითხვებს უპასუხონ.

ცნობისთვის, EES სისტემის რეფორმა 2016 წლიდან დაიწყო და არაერთხელ გადაიდო. მის მთავარ მიზანს ევროკავშირის გარე საზღვარზე შემოწმების სისტემის მოდერნიზება და ტრადიციული ფიზიკური შემოწმების ჩანაცვლებაა. მისი ამოქმედება იგეგმება ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, კვიპროსის და ირლანდიის გარდა და შენგენის ზონაში შემავალი ოთხი ქვეყნის - ისლანდიის, ლიხტენშტაინის, ნორვეგიის და შვეიცარიის გარდა. კვიპროსსა და ირლანდიაში პასპორტებს ისევ მანუალურად შეამოწმებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები