მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლებელია მონეტარული პოლიტიკა მეტადაც გამკაცრდეს, რაც ლარში სესხების პროცენტზე პირდაპირ აისახება - ძნელაძე

61377e0d5797b
BM.GE
07.09.21 23:00
1198
იმ მოქალაქეებს, რომელთაც იპოთეკური სესხი ლარში აქვთ აღებული, სესხის მომსახურებაში დღეს იმაზე მეტის გადახდა უწევთ, ვიდრე აქამდე.

წლის დასაწყისიდან მოყოლებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სულ იზრდება, შესაბამისად თვიდან თვემდე უძვირდებათ სესხი იმ მოქალაქეებს, რომელთა კრედიტი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

ასეთი ბოლო მონაცემებით, 140 ათას 100 სესხია. თუ იპოთეკური სესხების პორტფელს გადავხედავთ, ჯამში 8 მილიარდ 76 მილიონი ლარზე მეტი სესხია გაცემული, საიდანაც 7 მილიარდ 825 მილიონი ლარის სესხი სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

ივლისში ლარის იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11.86%-მდე გაიზარდა, რაც იანვარში არსებულ საპროცენტო განაკვეთს 3.76 პროცენტული პუნქტით აღემატება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა. წლიურად ფასები გაზრდილია 12,8%-ით და ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რასაც სებ-ი ფასების მოსათოკად იყენებს, რეფინანსირების განაკვეთია.

სწორედ ინფლაციის მაღალი დონიდან გამომდინარე, რაც ბოლო წლების მაქსიმუმზეა, საბანკო სექტორს მონეტარული პოლიტიკის შერბილების მოლოდინი არ აქვს. როგორც ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ეროვნულ ბანკს დიდი ალბათობით მოუწევს რეფინანსირების განაკვეთის კიდევ გაზრდა, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების კიდევ უფრო გაძვირებას.

„იმის გათვალისწინებით, რომ ლარში მეტი სესხი გადის ქვეყნის მასშტაბით, ვიდრე უცხოურ ვალუტაში, ამ ეტაპზე ეს მდგომარეობა გვაქვს, რაც გვაქვს. კონკრეტულად 200 000 ლარამდე სესხი ლარში გადის, იმიტომ რომ აკრძალულია უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა, ამან ამ ეტაპისთვის გამოიწვია მთლიანად საკრედიტო პორტფელზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა. ასევე მაღალი ინფლაციის დონიდან გამომდინარე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას არ ველოდებით და ეს პროგნოზი ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა, უფრო მეტიც შესაძლებელია უფრო მეტადაც გამკაცრდეს, რაც პირდაპირ აისახება ლარში გაცემული სესხების პროცენტზე, არამხოლოდ ახალ შეთავაზებულ პროდუქტზე, არამედ მიმდინარე სესხების საპროცენტო განაკვეთზე“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები