მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესაძლოა, ჩვენ ვერ გავხდეთ EU-ს წევრი, მაგრამ ჩვენი მიზანია მათი სტანდარტების მიღწევა ყველა სფეროში - ფაშინიანი

სომხეთი

შესაძლოა, ჩვენ ვერ გავხდეთ EU-ს წევრი, მაგრამ ჩვენი მიზანია მათი სტანდარტების მიღწევა ყველა სფეროში, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ სომხეთის დემოკრატიის ფორუმზე განაცხადა.

"ჩვენი მიზანია მივაღწიოთ ევროკავშირის სტანდარტებს ყველა სფეროში. ჩვენ გვესმის, რომ შესაძლოა, ამის შემდეგაც ვერ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა არის ევროპული სტანდარტების დანერგვა. როგორც კი ამას მივაღწევთ, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ მიგვიღებენ თუ არა, ჩვენი შედეგი უკვე იქნება. სწორედ ასე შევასრულებთ მაღალი სტანდარტების დასახულ ამოცანას", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი მიმდინარე წელს დაამტკიცა. სომხეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრია, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებას და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

EU-მ სომხეთს 270 მილიონი ევრო გამოუყო „მდგრადობისა და განვითარების“ გეგმის ფარგლებში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები