მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, გეოლოგიური ფონდების აღრიცხვა-შენახვასთან დაკავშირებული საქმიანობა ერთი უწყების კომპეტენციის ქვეშ მოექცეს

64469b2dda5e3
BM.GE
24.04.23 19:49
475
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის ნანა ზამთარაძის განმარტებით, ცვლილების შედეგად მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს გეოლოგიური ფონდის არქივის შენახვის უფლებამოსილება ექნება.

„კანონში ცვლილების შედეგად, სამართლებრივად მოწესრიგდება მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გეოლოგიური ფონდის დოკუმენტების, როგორც არქივის შენახვის საკითხი. ასევე, სააგენტოს მიენიჭება უფლებამოსილება აწარმოოს არქივი და შეინახოს სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდს მიკუთვნებული მასალები“, - განაცხადა მომხსენებელმა.

ცვლილების განხორციელებით ერთი უწყების კომპეტენციის ქვეშ მოექცევა გეოლოგიური ფონდების აღრიცხვა-შენახვასთან დაკავშირებული საქმიანობა. ამავდროულად, ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდის დოკუმენტების შენახვის უფლება გარემოს ეროვნულ სააგენტოსაც დარჩება.

კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები