მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა მთავრობამ ხორბლისა და ქერის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე გააუქმოს - ლევან სილაგავა

6425fb86d1c84
ალა ისპირიანი
31.03.23 00:50
714
"შესაძლოა მთავრობამ ხორბლისა და ქერის ექსპორტის აკრძალვა ვადაზე ადრე გააუქმოს," - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისი ვარაუდით, ადგილობრივი ხორბლის რეალიზების პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობის ერთ-ერთი ვარიანტი, შესაძლოა ეს იყოს.

„მთავრობა მუშაობს რამდენიმე ვარიანტზე, ამის კონტურებს ჩვენ ბოლომდე არ ვიცნობთ, ეს მიმართულია ფერმერებისკენ და სავარაუდოდ ეს ფერმერებისთვის ექსპორტი გახსნაა, რადგან შარშან ხორბლის და ქერის ექსპორტი აიკრძალა. უსაფრთხოების მხრივ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩვენ პროდუქტის გარეშე არ დავრჩენილიყავით და წელს სავარაუდოდ საუბარი მიდის რომ ეს ხორბალი ექსპორტზე გავიდეს. ეს შეზღუდვა ძალაშია 2023 წლის 4 ივლისამდე და შესაძლოა ეს მთავრობამ ვადაზე ადრე გააუქმოს.

მიუხედავად ამისა, ეს მოკლევადიანი სახანძრო თემაა, ეს მაინც გრძელვადიანად უნდა დარეგულირდეს. ერთი მხრივ ფქვილი შემოიტანოს და მერე მხრივ შენი ხორბალი გაყიდო ცოტა ნონსენსი ხდება.საჭიროა გრძელვადიანი სტრატეგიის დანახვა“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ხორბლისა და ქერის ექსპორტი 2022 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე აკრძალა. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლები დარგში არსებულ პრობლემაზე უკვე მე-2 წელია საუბრობენ. პრობლემა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცურავი საბაჟო გადასახადი შემოიღო, რითაც ხორბლის ფასი გაზარდა, პარალელურად კი, საიმპორტო ქვეყნებს ფქვილი შესთავაზა. აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე ადგილობრივი წისქვილ კომბინატების მუშაობა არაკონკურენტული გახდა და გაჩერდნენ.

BM.GE-თან მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციაში თქვეს, რომ გაჩერებული წისქვილ კომბინატები ადგილობრივ ნედლეულს ვერ იბარებენ, რაც ფერმერების საქმიანობასაც აფერხებს. წელს რეალიზაციის პრობლემა 30-40 ათას ტონა ხორბალს შეექმნა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები