მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შესაძლოა შევიცვალე იმ კუთხით, რომ უფრო ხმამაღლა ვსაუბრობ სომხეთის მომავალზე“ - რუბენ ვარდანიანი

61bef089405e3
თამთა ჯიჯავაძე
19.12.21 13:00
632
„შესაძლოა შევიცვალე იმ კუთხით, რომ უფრო აქტიურად და ხმამაღლა ვსაუბრობ სომხეთის მომავალზე“, - ამის შესახებ სომეხმა ბიზნესმენმა რუბენ ვარდანიანმა გადაცემა #ForbesTalks-ში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გაანალიზება, რომ არ შეიძლება ელოდო გრძელვადიან გეგმებს და 20 წლის გასვლას, როცა დღესაც შეიძლება ცვლილებებზე მუშაობა.

"„სომხეთი 2020“ პროექტების კეთება 20 წლის წინ დავიწყეთ. ახლა ვიწყებთ პროექტს "სომხეთი 2041". სამწუხაროა, რომ სომხეთის ჩვენეული ხედვის პირველი პერიოდის დასასრულს - 2020 წელს - აღნიშნული ტრაგიკული მოვლენები დაემთხვა. 2020-მა, სამწუხაროდ, სერიოზული ანალიზის გაკეთების საბაბი მოგვცა - რატომ გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ? საკუთარ თავს ვკითხეთ - რა მოხდა? რა დაშავდა? რატომ მივაღწიეთ იმას, რასაც მივაღწიეთ? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გაანალიზება, რომ არ შეიძლება უბრალოდ მოუთმენლად ელოდო გრძელვადიან გეგმებს და 20 წლის გასვლას. მე მჯერა, რომ გრძელვადიანი გეგმები და მომავალზე კონცენტრირება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ვხვდები რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ სიტუაცია ახლა და არა 10-20 წელიწადში“, - განაცხადა სომეხმა ბიზნესმენმა.

მან გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა გასული წლის მოვლენებზე, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოხდა. როგორც მან აღნიშნა, ომის შედეგებმა მნიშვნელოვნად დააზარალა ყველა. მისივე თქმით, ეს იყო მისთვის კრიტიკული მომენტი, როდესაც დადგა არჩევანის წინაშე - ყოფილიყო მეტად აქტიური, ან გათიშულიყო ყველა იმ პროცესისგან, რაც სომხეთში ხდება.

„თუმცა მე მივიღე გადაწყვეტილება და ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც შესაძლოა უფრო ხმამაღლა დავიწყე საუბარი ამჟამინდელ საჯარო სივრცეში“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, სომეხმა ბიზნესმენმა, რუბენ ვარდანიანმა მიმდინარე წელს განაცხადა, რომ ის გარდა ბიზნესისა, შედის სომხეთის პოლიტიკაშიც. Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება დაახლოებით $1 მილიარდს შეადგენს.