მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესყიდვებიდან გამორიცხული იქნება კორუფციული გარიგებები - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით პროცედურები მნიშვნელოვნად მოწესრიგდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხვრის მიზნით და შესყიდვები ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„პროცედურები ძალიან მნიშვნელოვნად მოწესრიგდა და ამას ემატება ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც განხორციელდა - შეიქმნა ერთიანი, შესყიდვების ორგანიზებული სამსახური, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს შესყიდვებთან დაკავშირებულ პროცესებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხვრის მიზნით და შესყიდვები ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება ყველა პროცედურა, ამას უზრუნველყოფს ახალი გაერთიანებული სამსახური, რომელიც შეიქმნა. თავიდან ბოლომდე პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ შესყიდვებიდან გამორიცხული იქნება კორუფციული გარიგებები. ეს გამორიცხული იქნება თავად იმ გამჭვირვალე პროცედურებითაც, რომელიც დაინერგა სისტემაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, 2026 წლის 1 ივნისიდან საქართველოში ფუნქციონირებს სსიპ – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც სახელმწიფო უწყებებისთვის კონსოლიდირებულ და ცენტრალიზებულ შესყიდვებს ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები