შეტყობინებების აპლიკაციები მრავალი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ბოლო წლებში მათი პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა და არ ჩანს, რომ ეს დინამიკა შეცვლას აპირებს.
eMarketer-ის ინფორმაციით, სხვადასხვა მესინჯერ აპლიკაციას აქტიურად 3 მილიარდი ადამიანი იყენებს, მიმდინარე წელს კი ამ რიცხვის 500 მილიონით ზრდაა მოსალოდნელი.
შეტყობინებების აპლიკაცია, რომელსაც ყოველთვიურად ყველაზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, Whatsapp-ია, რომელსაც პლანეტის მოსახლეობის 24.7% იყენებს. ის არა მხოლოდ ყველაზე პოპულარული მესინჯერია, არამედ რიგით მეორე ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელიც - Instagram-ის შემდეგ. აპლიკაციას დაახლოებით 3 მილიარდი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, ყოველ თვე აქტიური “იუსერების” რაოდენობა კი 2 მილიარდია. აპლიკაციით ყოველთვიურად მილიარდზე მეტი შეტყობინება იგზავნება. ამასთან, WhatsApp-ის მომხმარებელთა რაოდენობა თითქმის 600 მილიონით აღემატება რიგით მეორე ყველაზე პოპულარულ მესინჯერს.
ყველაზე პოპულარული მესინჯერები - აქტიური მომხმარებლების მიხედვით
- WhatsApp - 2 მლრდ
- WeChat - 1.34 მლრდ
- Facebook Messenger - 1.01 მლრდ
- Telegram - 900 მლნ
- Snapchat - 800 მლნ
- QQ - 554 მლნ
- Discord - 200 მლნ
თუ აპლიკაციების პოპულარობას გადმოწერების მიხედვით შევაფასებთ, აქ სურათი ოდნავ განსხვავებულია, WhatsApp-ი კი მეორე პოზიციაზე ინაცვლებს. ყოველთვიურად ყველაზე მეტი - 50 მილიონი მომხმარებელი - Telegram-ის აპლიკაციას იწერს.
ყველაზე პოპულარული მესინჯერები - ყოველთვიური გადმოწერების მიხედვით
- Telegram - 48.36 მლნ
- WhatsApp - 46.38 მლნ
- Facebook Messenger - 25.96 მლნ
- Snapchat - 25.41 მლნ
- WhatsApp Business - 23.67 მლნ
- WeChat - 5.56 მლნ
- QQ - 3.05 მლნ
- Signal - 2.68 მლნ
- LINE - 2.64 მლნ
- Viber - 2.28 მლნ
ხოლო თუ შევაფასებთ ამ მესინჯერების შემოსავალს, აპლიკაციაში შესრულებული გადახდების მიხედვით, ამ შემთხვევაში Snapchat-ი ლიდერობს, რომლის მომხმარებლებიც ყოველთვიურად თითქმის $25 მილიონ დოლარს ხარჯავენ და ისეთ პროდუქტებზე აქვთ წვდომა, როგორებიცაა ჩატის ფონური ფოტოები, აპლიკაციის პერსონალიზებული დიზაინი, განსხვავებული ლოგო აპლიკაციაზე და ა.შ.
TOP 10 მესინჯერი, აპლიკაციაში შესრულებული გადახდების მიხედვით
- Snapchat - $24.77 მლნ
- Line - $12.92 მლნ
- Telegram - $8.08 მლნ
- WeChat - $6.97 მლნ
- QQ - $4.51 მლნ
- KakaoTalk - $3.71 მლნ
- Skype - $3.56 მლნ
- Text Me - $2.35 მლნ
- Text Now - $2.16 მლნ
- Marco Polo - $1.31 მლნ