მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეწყდება თუ არა მიმოსვლა რუსეთთან? - პრემიერის პოზიცია

5e6b620edbe40
ინგა მურუსიძე
13.03.20 15:03
1027
კორონავირუსის გამო მიმოსვლის გამკაცრება შეიძლება ღირდეს რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ვერ იქნება საუბარი მხოლოდ რუსეთზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„გამკაცრება შეიძლება ღირდეს, რა თქმა უნდა. აქ ვერ იქნება საუბარი მხოლოდ რუსეთზე. ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ პრობლემაზე, ვირუსზე, რომელიც საზღვრებს არ ცნობს. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის მოქალაქეების უსაფრთხოება. ყველა იმ ქვეყნის მიმართულებით, სადაც აუცილებელი იქნება რისკების შესამცირებლად განსაკუთრებული ღონისძიებების მიღებასაზღვარზე, ჩვენ ამას მივიღებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები