მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ქართლში ახალგაზრდების დასაქმებისთვის „ბილიკი“ ბიზნესთან თანამშრომლობას იწყებს

63beb187b54cc
ნინო ჩიბჩიური
11.01.23 09:00
164
შიდა ქართლში წელს სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივ ბიზნესთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს, რომელიც ორ მიმართულებას მოიცავს: ადგილზე მოქმედი არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერას/თანადაფინანსებას და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას. იდეის ავტორი საზოგადოება "ბილიკია", რომელიც 2021-2025 წლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს, სახელწოდებით "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“.

პროექტის ფარგლებში შექმნილია რეგიონული ჰაბი, რომელმაც რეგიონის ახალგაზრდებს გასული 2 წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა მისცა. 2023 წელს კი აქცენტები უკვე ბიზნეს სექტორთან ურთიერთობაზე გაკეთდება. საზოგადოება „ბილიკის“ ხელმძღვანელის, მარიკა მღებრიშვილის განმარტებით, დღესდღეობით სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნეს სექტორი ადგილობრივ დონეზე ნაკლებად თანამშრომლობენ, დაგეგმილი შეხვედრებით კი ფიქრობს, რომ ამ მხრივ ვითარება სასარგებლოდ შეიცვლება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბიზნესს ჰქონდეს წარმოდგენა რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ რეგიონში და რა მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი იქნება თუ ინდმეწარმე, ჩვენ გვსურს ვცადოთ და შემოვიკრიბოთ ყველა ადგილობრივი ბიზნეს ოპერატორი. პირველ შეხვედრაზე გვინდა ვისაუბროთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, თუ როგორ შეიძლება ბიზნესთან ერთად საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უფრო ეფექტური და პროდუქტიული საქმიანობა განახორციელონ.

ერთ-ერთი მიმართულებაა ასევე ახალგაზრდებსა და ბიზნესთან შუამდგომლობა, რადგან გაჩნდეს მათთვის სტაჟირების საშუალება, გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები. ბიზნესს გასავითარებელი აქვს სტაჟირების კომპონენტი, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ დასაქმების პერსპექტივა. ვფიქრობთ, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვისაც გაჩნდება ბიზნეს სექტორში დასაქმების პერსპექტივა, რაც ამ ჯგუფსაც შეუწყობს ხელს მეტად ადაპტირდეს საზოგადოებაში“, - აღნიშნა მარიკა მღებრიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები