მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შინაარსზე ვთანხმდებით?! - იარლიყზე არ ვთანხმდებით" - ლევან დავითაშვილი რუსულ კანონზე

ბალნეოლოგია

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში ხელახლა შეტანილ რუსულ კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. დავითაშვილის თქმით, არსებობენ კონკრეტული დონორები, რომლებიც მათი პარტნიორი ორგანიზაციებისგან მაღალ გამჭვირვალობას მოითხოვენ, მინისტრის თქმით, მაგალითად ასეთია USAID-ი. თუმცა ლევან დავითაშვილის თქმით, არიან ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებიც სხვადასხვა მხარისგან იღებენ დაფინანსებას და შემდგომ საკუთარ შემოსავლებზე ინფორმაციას არც ასაჯაროებენ. ამასთანავე, ლევან დავითაშვილის თქმით, კონკრეტულმა ორგანიზაციებმა შესაძლოა "ისეთი ფუნქციები შეასრულონ, რაც ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას უქმნიდეს საფრთხეს", ხოლო ამის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს თუ საიდან ფინანსდება ესა თუ ის ორგანიზაცია.

"შემიძლია გითხრათ, რომ USAID-ს აქვს ძალიან მაღალი სტანდარტი და ის მის პარტნიორ ორგანიზაციებს სთხოვს, რომ დაფინანსების წყაროებზე ინფორმაცია იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი და ასეთი ორგანიზაციები აქვეყნებენ ინფორმაციას დონორის მოთხოვნის გამო. მაგრამ არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა წყაროდან და რომელზეც ინფორმაცია შეიძლება საზოგადოებას არ ჰქონდეს და საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ზუსტად იცოდეს ინფორმაცია ამა თუ იმ ორგანიზაციის კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ.

შეიძლება გარკვეულმა ორგანიზაციებმა ისეთი ფუნქციები შეასრულონ, რაც ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას უქმნიდეს საფრთხეს. თუკი იქნებოდა გამჭვირვალედ და საზოგადოებას ეცოდინებოდა რა არის დაფინანსების წყარო, ჩვენთვის გასაგები იქნებოდა რა შეიძლება იყოს ასეთი ორგანიზაციის კონკრეტული საქმიანობის გამო. ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია რა არის კონკრეტული ორგანიზაციის დაფინანსების წყარო.

- რატომ ვუწოდებთ ორგანიზაციას, რომელმაც USAID-ისგან თუ GIZ-ისგან მოიზიდა გრანტი უცხოური ძალის გავლენის გამტარს?

ამ შინაარსზე ვთანხმდებით? - იარლიყზე არ ვთანხმდებით.

თუ მნიშვნელოვანი შემოსავლები არის კონკრეტული ქვეყნიდან მაშინ ეს ორგანიზაცია ატარებს ამ ქვეყნის ინტერესებს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მთავრობის სხდომაზე რუსული კანონის მიღების საჭიროებაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები