მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიში, ტყუილები და სიხარბე ამ ნაზავით იმართება ახლა ქვეყანა - ნიკოლოზ შურღაია

ნიკა შურღაია

ქვეყანა ახლა შიშის, ტყუილისა და სიხარბის ნაზავით იმართება - ამის შესახებ მენეჯერმა, მრჩეველმა და ბანკირმა, ნიკოლოზ შურღაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

გადაცემის ავტორისა და წამყვანის, თელარა გელანტიას კითხვაზე, დარჩნენ თუ არა მმართველ პარტიაში ადამიანები, რომლებიც რუსული კანონის გამო პარტიას დატოვებენ, შურღაია პასუხობს, რომ რამდენიმე ადამიანზე იმედი ისევ აქვს.

" დავით სერგეენკოს არ ვიცნობ, მაგრამ ვეუბნები - ყოჩაღ. ვიცნობ ირაკლი კოვზანაძეს და - ძალიან ყოჩაღ! სხვა, შეიძლება ხმაურით წამოსულიყო და ეს ზოგჯერ ალბათ უკეთესია, მაგრამ ეს არ არის მის ხასიათში და ჩუმად, თუმცა ღირსეულად წამოვიდა. ასე დავინახე მე.

მე ვფიქრობ, ხმაურით გამოსვლა უფრო მაგარი იქნებოდა. გახარია არ არის ჩემი სიმპათიის ობიექტი, მაგრამ ხმაურით წამოსვლა კარგი მაგალითია. რაც ეხება დანარჩენებს, რამდენიმე ადამიანის ვიცნობ 83 დეპუტატიდან და ზოგიერთს, არც ვეხმიანები, რადგან ვთვლი რომ "ბოლომდე იქ არიან". ვისაც ვეხმიანები, ვთხოვ და ვეხვეწები, რომ ადამიანობის ნატამალი, რომელიც ჩემი აზრით აქვთ, გააღვივონ, აზრზე მოვიდნენ. არაფრის თქმა არ მინდა პროგნოზის სახით. მე ვისი ჭკუის დამრიგებელი უნდა ვიყო? ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. მე, მხოლოდ ჩემი აზრი შემიძლია გავაზიარო.

ვფიქრობ, ეს ქვეყანა იმართება შიშით, ტყუილებით და სიხარბით. ეს ნაზავი კრავს ამ ყველაფერს. ეს არის მდიდარი ხალხის კლასიკური ერთობა, რომლებიც ჭამენ და რაღაც გარიგებებში არიან. ყველას არ ეხება, მაგრამ ვინც ძალიან ახლოს არიან. ვიღაცა პირდაპირ სარგებლობს, ვიღაცას ეშინია. ძალოვანები, ვისზეც ეს შიში დგას და პოლიტიკოსები, ბატონები ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი რომლებიც სამწუხაროდ, ხალხის მოტყუებით არიან დაკავებული. ამდენი ტყუილი, რაც ბოლო წლებში ბატონ ირაკლი კობახიძეს აქვს ნათქვამი არ მინახავს არავისგან" - განაცხადა შურღაიამ.

რომელიც იხსენებს, ფაშისტების მიერ დაბომბილ ქალაქზე, როგორ აცხადებდა პარტიის ისტებლიშმენტი, რომ ასეთი ქალაქი საერთოდ არც არსებობდა და ამბობს, რომ ახლა ტყუილების ეს მასშტაბია.