თურქული სუპერლიგის კლუბის “ფატიჰ კარაგუმრუკის” ოფიციალური განცხადებით, კლუბს სათავეში შოთა არველაძე ჩაუდგება.
ამჟამად გუნდი 15 ტურის შემდეგ ლიგაში მე-11 ადგილს იკავებს, 17 ქულა აქვს და ევრო ზონას 9 ქულით ჩამორჩება.
უკანასკნელი კლუბი, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნიდა ინგლისური მეორე დივიზიონის გუნდი “ჰალ სიტი” იყო, სადაც არველაძე 2022 წლის 27 იანვრიდან 22 სექტემბრამდე მუშაობდა, რის შემდეგაც ამ დრომდე უკლუბოდ იმყოფებოდა.
როგორც “კარაგუმრუკის” განცხადებაში ვკითხულობთ, ქართველ სპეციალისტსა და კლუბს შორის შეთანხმება მიღწეულია. თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შოთა “კარაგუმრუკთან” ხელშეკრულებას 12 დეკემბერს გააფორმებს.
არველაძის სამწვრთნელო კარიერაში “ფატიჰ კარაგუმრუკი” მეოთხე თურქული კლუბი იქნება, მანამდე ის “კაიზერსპორში”, “ქასიმფაშასა” და “ტრაბზონსპორში” მუშაობდა. თურქული კლუბების გარდა არველაძე ტაშკენტის “ფახთაქორსა” და თელ-ავივის “მაქაბიშიც მუშაობდა, უკანასკნელი სამუშაო ადგილი კი ინგლისური “ჰალ სიტი” იყო.