საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.
როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, ცხედარი რიონის კალაპოტშია აღმოჩენილი.
„ამ დროისთვის სტატისტიკა შეცვლილია, აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში და ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები“, – განაცხადა მღებრიშვილმა.